ვანციანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანციანი ვაჩაგან უნანის ძე (1913, სოფ. ზაკვი, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, – 1. III. 1944, უკმერგე, ლიტვა), საბჭოთა კავშირის გმირი (8. IV. 1945, სიკვდილის შემდეგ), სერჟანტი. ცხოვრობდა საქართველოში. აქვე მიიღო საშ. განათლება. II მსოფლიო (1939–45) ომის დროს მონაწილეობდა ბელორუსიისა და ლიტვის განთავისუფლებაში. ლიტვის უკმერგეს რ-ნის სოფ. ტაუსნაისთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება (ყუმბარით შეუვარდა გერმანელთა ტანკს). დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენით და მედლით. ტ. ჩინჩილაკაშვილი.