ვაჟა-ფშაველას მწვერვალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჟა-ფშაველას მწვერვალი.png

ვაჟა-ფშაველას მწვერვალი, მწვერვალი კიდეგანის ქედზე (ხევსურეთის კავკასიონი), მდინარე არხოტისწყლის (ასის ზემოწელი) სათავეში. სიმაღლე 4200 . აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალზე პირველად ავიდნენ 1943 ალპინისტ ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით (ალპინისტური ჯგუფის წევრები იყვნენ ე. რეიზენი და გ. ხულელიძე).