ვარაზაშვილი გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაილი:გ. ვარაზაშვილი.png


ვარაზაშვილი გიორგი დიმიტრის ძე (12. V. 1914, სოფ. ჯიმითი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 6. II. 1945, კოცუოლოს ბორცვი, ტრევიზოს პროვ., ჩრდ. იტალია. დასაფლავებულია იმავე პროვ. სოფ. ტოვენაში), იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე II მსოფლიო ომის (1939 –45) დროს. 1940 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკად. ქანდაკების ფაკ-ტი. ამავე წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1941 დაჭრილი ტყვედ ჩავარდა. 1942 ტყვეობას თავი დააღწია და ბრიანსკის ტყეებში პარტიზ. რაზმში იბრძოდა. 1943 კვლავ ტყვეობაში იყო ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში (იუგოსლავია, იტალია). 1944 ტყვეობიდან გაიქცა და “კაპიტან მონტის” ფსევდონიმით ბრძოლა განაგრძო იტალიის პარტიზ. რაზმში “პიავე”. 1945 წ. 6 თებ. იტალ. ფაშისტებმა დაზვერვაზე წასულ ვ-ს და ორ იტალ. პარტიზანს ალყა შემოარტყეს და ტყვედ დანებება მოსთხოვეს. ვ-მა ტყვეობას სიკვდილი ამჯობინა და გულზე ხელყუმბარა აიფეთქა. იტალიის რესპ. პრეზიდენტის 1971 წ. 25 იანვ. დადგენილებით ვ. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ბრინჯაოს მედლით “მხედრული მამაცობისათვის”. ლ. ხუბულური.