ვარაზაშვილი ნინო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნ. ვარაზაშვილი.png


ვარაზაშვილი ნინო გიორგის ასული (20. XII. 1926, თბილისი, – 27. VIII. 2009, იქვე), ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1982), საქართველოს მეცნ. დამს. მოღვაწე (1990), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნ. აკად. (1977) და ,,ფაზისის” აკად. (2000) წევრი. 1947 დაამთავრა სპი. 1947–50 მუშაობდა ,,საქსოფელექტროპროექტში”. 1951-იდან – წყალთა მეურნეობის და საინჟ. ეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე (1957–71 – სექტორის გამგედ და 1972-იდან – სამთო წყალსაცავების და ზღვის ლაბორატორიის ხელმძღვანელად). პარალელურად ვ. კითხულობდა ლექციებს სას.-სამ. ინ-ტში (1970–93) და სპი-ში (1978–93). 1976–92 იყო სსრკ მეცნ. აკად. სამეცნ. საბჭოს წევრი, მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნ. კომისიის მუშაობაში. 1978–92 ვ. იყო ზღვისა და წყალსაცავების წყლის რესურსების ათვისებისა და ეკოლ. უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშ. პროგრამების ერთ-ერთი განაკვეთის კოორდინატორი. ვ. იყო სამთო რეგიონებში, ბუნებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, წყლის რესურსების გამოყენების და დაცვის სა-კითხების კომპლ. მეცნ. კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა (მ. შ. 2 მონოგრაფია). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2003). თხზ.: წყლის რესურსების თავისებურებები, თბ., 1994; სამთო რეგიონების პირობებში წყალსაცავიანი წყალსამეურნეო სისტემების შექმნისა და ექსპლუატაციის საინჟინრო-ეკოლოგიური პრობლემები, თბ., 2003.