ვარაზ-ბაკური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარაზ-ბაკური (გ. 456), ქართლისა და ალბანეთის მარზპანი V ს. 40-იანი წლების დამდეგიდან, ბარზაბოდის ძე და ვახტანგ I გორგასლის ბიძა. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მარზპანის ადგილი. ჯუანშერის ცნობით 447 ჩრდ. კავკასიაში სალაშქროდ მიმავალ ვახტანგ გორგასალს ვ.-ბ-მა 12000 მეომარი დაახმარა. 453–456 მან ირანის ჩრდ. ქუსტაქში შემავალი ქვეყნების ლაშქრით ვახტანგ გორგასალთან ერთად ბიზანტ. იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრა. მოკლეს ბიზანტიელებთან ბრძოლაში. ვ.-ბ-ის ცხედარი ქართლ-ალბანეთის მარზპანთა რეზიდენციაში – ქ. ბარდავში გადაასვენეს. წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. ლიტ.: გოილაძე ვ., ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ. სერია, 1982, #4. ვ. გოილაძე.