ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი, ქართლის მეფე IV ს. II ნახევარში. აიგივებენ ამიანე მარცელინუსის მიერ მოხსენიებულ ასფაგურთან, რ-იც 368, რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ, ირანელებმა გაამეფეს. 370 ვ.-ბ. იძულებული გახდა საურმაგისათვის დაებრუნებინა მტკვრის სამხრ-ით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს მან ირან-ელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართ. წყაროების თანახმად, ვ.-ბ-ის დროს ირანელებმა პირველად დააკისრეს ხარკის გადახდა ქართლს. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი. წყარო: მოქცევაQ ქართლისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963. ლიტ.: გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, «მნათობი», 1988, #3. ლ.-ნ. ჯანაშია.