ვარაზ-გრიგოლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარაზ-გრიგოლი, ალბანეთის მთავარი VII ს. 20–30-იან წლებში. რეზიდენცია ჰქონდა ციხე-ქალაქ გარდმანში (შამქორის ხეობა). ვ.-გ-ს საქართველოში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობასთან დაკავშირებით იხსენიებს “მოქცევაQ ქართლისაQ” (X ს.) და სუმბატ დავითის ძე (XI ს.), არაბების შემოსევებთან დაკავშირებით კი – მოვსეს კალანკატვაცი. ''წყარო: მოქცევაQ ქართლისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ. 1, ი. აბულაძის რედ., თბ., 1963; მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, ძვ. სომხურიდან თარგმნა ლ. დავლიანიძე-ტატიშვილმა, თბ., 1985; სუმბატ დავითის ძე, ცხორებაQ და უწყებაQ ბაგრატონიანთა, გ. არახამიას გამოც., თბ., 1990. ლიტ.: მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, თბ., 1980. გ. არახამია.