ვარდელი კონსტანტინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კ. ვარდელი.png


ვარდელი კონსტანტინე პეტრეს ძე (დ. 5. V. 1939, ლენინგრადი), მევიოლინე. საქართვ. სახ. არტისტი (1980). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1992) და ზ. ფალიაშვილის სახ. (1971) პრემიების ლაურეატი. თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი (1966–90), პროფესორი (1984). 1963 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ლ. შიუკაშვილის კლასი). ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ეწეოდა აქტ. საკონცერტო მოღვაწეობას. იყო ქ. ვლადიმირის სიმებიანი კვარტეტის (ხელმძღვ. პროფ. ვ. კუბაცკი) წევრი. 1966-იდან საქართვ. სახელმწ. სიმებიანი კვარტეტის წევრია. კვარტეტთან ერთად მართავდა კონცერტებს სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (გერმანია, საბერძნეთი, ჩეხეთი, სლო-ვაკია, იტალია, შვედეთი, ფინეთი, სამხრ. ამერიკა, უნგრეთი, ჰოლანდია, ბელგია და სხვ.). ასრულებდა ქართველ, რუს და დას. ევროპის კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 1990-იდან იყო გერმანიაში და 1998-მდე მონაწილეობდა ლ. ისაკაძის კამერულ ორკესტრში (I ვიოლინო). პერიოდულად მართავდა კონცერტებს საქართველოში (სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში). 2005-იდან კვლავ საქართველოშია. არის სიმებიანი კვარტეტის ლ. ვაინერის სახ. საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (კვარტეტის წევრებთან ერთად, 1973, ბუდაპეშტი). ლ. საყვარელიძე.