ვარდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაოჭა ვარდი.png


ვარდი (Rosa), მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლ. 400 ველური სახეობა (ასკილი), რ-ებიც გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროშიც. ვ-ების მრავალფეროვნებით გამოირჩევა აზია, ნაკლებად – ევროპა და ჩრდ. ამერიკა. საქართველოში ვ. უძველესი დროიდანაა კულტივირებული. აქ მისი 25-მდე სახეობა გვხვდება. ვ. მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რ-ის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10–12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით გან-ლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2–15 სმ დიამეტრის),

ყვითელი ვარდი.png სურნელოვანი ვარდი.png



არომატული ან უსუნო, ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი; შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რ-იც ხორცოვან ცრუნაყოფშია მოთავსებული. ვ-ის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რ-თაგან ყველაზე დიდია Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა საბაღო ვარდები. ვ-ის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად ეჯვარება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათშო-რის ჰიბრიდებს. ცნობილია ვ-ის 25 ათ. ჯიში და ფორმა. ვ. მრავლდება დაკალმებით, ამონაყრით, ბუჩქის დაყოფით, გადაწვენით, ბაღისა და საპარკე ვ-ების უმეტესობა – კვირტით და კალმით მყნობით. საქართველოში მყნობა იწყება ივნისიდან, გრძელდება ოქტომბრამდე, ირგვება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ვ. კარგად ხარობს თიხნარ, ქვიშნარ, ქვიშიანსა და თიხიან ნიადაგებზე. 1948-იდან თბილ., ბათუმისა და სოხუმის ბოტან. ბაღებში მიმდინარეობდა სამეცნ.-კვლ. მუშაობა ვ-ის ინტროდუქციისა და სელექციის დარგში. მას იყენებენ დეკორ. მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობისაგან იღებენ ეთეროვან ზეთებს. ვ-გან ამზადებენ მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. ვ-ის დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვ. მავნებლებია – ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვ. მ. ექვთიმიშვილი. ჟ. ავალიშვილი.


ჩაის ჰიბრიდი.png ფლორიბუნდა დედოფალი ელიზაბეტი.png

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ვარდი&oldid=9055-დან“