ვარდიაშვილი ანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა. ვარდიაშვილი.png

ვარდიაშვილი ანა დიმიტრის ასული (31. V. 1900, სოფ. საბუე, ყვარლის მუნიციპალიტეტი, – 15. X. 1978, თბილისი), ხალხური მომღერალი, საქართვ. დამს. არტისტი (1960). 1931 დაამ-თავრა თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრთან არსებული სტუდია. ერთხანს ირიცხებოდა ამ თეატრის მუდმივ დასში (ასრულებდა სახასიათო როლებს). 1939 შედგა ვ-ის, როგორც მომღერლის, დებიუტი მედუდუკეთა ანსამბლთან ერთად (ხელმძღვ. ხ. ტალგაუკოვი). 1939–47 ვ. საქართვ. რადიოკომიტეტის სოლისტი იყო. ამ პერიოდში მეტად პოპულარული გახდა მის მიერ შესრულებული სიმღერები: “იავნანა”, “არწივი”, “გუთნური”, “ციცინათელა”, “სალამი, ჩიტუნებო”, “სიზმარი”, “მოხევის ქალო თინაო”, “მშვენიერო, შენ გეტრფი”, “კეკელა და მარო”, “მუხამბაზი”, “თამარ ქალის სიმღერა”, (“ჩემი გმირი გიწოდე”) და სხვ. ვ. ძირითადად აღმოსავლური ტიპის ანსამბლის, ე. წ. დასტის თანხლებით მღეროდა (სიმღერებს ასრულებდა ჩონგურის, დუდუკის, გიტარის თანხლებითაც). განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ამ ანსამბლის აღმოსავლური რეპერტუარის გაქართულებაში. მან ანსამბლს დაუ-მატა მესამე დუდუკი. დამატება განპირობებული იყო ქართ. სიმღერების სამხმიანი ბუნებით. ანსამბლმა დიდი პოპულარობა მოუპოვა მომღერალს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.