ვარდიაშვილი ვარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდიაშვილი ვარო (ბარბარე) მათეს ასული (1888, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 5. I. 1962, თბილისი), პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1939). დაამთავრა ბოდბის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი (1905). სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფ. ალექსანდროვკის (სიღნაღის მაზრა) სახალხო სკოლაში, ბოდბის საცდელ-სანიმუშო სახალხო სკოლაში და შვიდწლიან სანიმუშო სკოლაში, სიღნაღის ქალთა პროგიმნაზიაში რუს. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად, თბილ. ქალთა I გიმნაზიაში ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად. არის ავტორი სახელმძღვანელოებისა: “კლასგარეშე კითხვის ორგანიზაციისათვის” (1948), “სალიტერატურო ენის სიწმინდისათვის” (1954), “განმეორება – ცოდნის განმტკიცებისა და გაღრმავების აქტიური მეთოდი” (1951) და სხვ. ა. სამადაშვილი.