ვარდიაშვილი ნინო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდიაშვილი ნინო მათეს ასული [12(24). III. 1897, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 1. XI. 1975, თბილისი], პედაგოგი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1955), ნ. კრუპსკაიას სახ. პრემიის ლაურეატი (1967). დ. მენდელეევის სახ. საკავშ. საზ-ბის წევრი. 1927 დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი. 1915-იდან პე-დაგოგად მუშაობდა სოფ. კალაურის დაწყებით სკოლაში (ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი), 1916-იდან – სიღნაღის მარიამის პროგიმნაზიაში, 1917–19 – ორკომპლექტიან უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, 1920–28 – თბილ. 21-ე შრომით სკოლაში, ხოლო 1928-იდან სიცოცხლის ბოლომდე – თბილ. პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში (ახლანდ. თბილ. პირველი კლასიკური გიმნაზია) ქიმიის მასწავლებლად. ვ. იყო ნოვატორი მასწავლებელი, რ-იც შემოქმედებითად იყენებდა სწავლებისა და აღზრდის უმდიდრეს მეთოდებს. იგი მხარში ედგა მოსწავლეთა ქართ. სიმღერის გუნდს, რ-იც თბილ. ოლიმპიადის ლაურეატი გახდა (1953). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ა. სამადაშვილი.