ვარდიგორა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდიგორა, სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის თუზის თემში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდინარეების ძუსისა და ბუჯის (ყვირილის აუზი) წყალგამყოფ სერზე. ზ. დ. 370 , თერჯოლიდან 17 კმ, ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 350 მცხ. (2002). სოფლის მიდამოებშია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში გამომუშავებული სამჭინკას მღვიმე.