ვარდისუბანი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის თემში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდისუბანი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მუხრანის ვაკეზე, მდ. ქსნის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 580 , მცხეთიდან 22 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 98 მცხ. (2002). ვ. პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. მისი მამულები ეკუთვნოდა ზევდგენიძეთა საგვარეულოს. XVI –XVIII სს-ში შედიოდა სამუხრანბატონოში. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ვ-ს მუხრანის თემის სოფლებში განიხილავს. ჯ. გვასალია.