ვარდისფერი ვარხვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდისფერი ვარხვი.png


ვარდისფერი ვარხვი (Pelicanus onocrotalus), ფრინველი ვარხვისნაირთა რიგისა. ტანად ბატზე გაცილებით დიდია, აქვს მოვარდისფრო-თეთრი სხეული, შავბოლოებიანი ფრთები, გრძელი ნისკარტის ქვეშ – კუნთოვანი პარკი. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ცენტრ. აფრიკასა და ეგვიპტეში (ყველგან სპორადულად). ბინადრობს ველისა და უდაბნოს ზონების ტბებსა და მდინარეების დელტებ-ზე. იკვებება თევზებით. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში”. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას შავი ზღვის სანაპიროებზე. რ. ჟორდანია.