ვარდი ეთერზეთოვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდი ეთერზეთოვანი, მრავალწლოვან მცენარეთა ჯგუფი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა ირანი. 1,5 -მდე სიმაღლის ბუჩქია. აქვს ეკლიანი ღერო, რთული ფოთოლი, ბუთხუზა ყვავილი – ვარდისფერი, თეთრი ან წითელი, ყვავილედად შეკრებილი ქოლგა. ცნობილია 500-მდე სახეობა. გავრცელებული სახეობებია: დამასკური (R. damascena), ფრანგული (R. gallica) და ასფურცელა (R. centifolia ვარდები, რ-თაგან პოპულარულია დამასკური ვარდი

ასფურცელა ვარდი.png


დამასკური ვარდი.png კაზანლიკური ვარდი.png


(კაზანლიკურის წინაპარი), ყირიმის წითელი ვარდი და სხვ. საქართველოში პირველი პლანტაცია გაშენდა 1897. გავრცელებულია თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, აბაშის მუნიციპალიტეტებში. 1 ჰა იძლევა 2–5 ტ ყვავილის მოსავალს, რ-ისგანაც მიიღება 1,5–2 კგ ეთერზეთი. იყენებენ პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში.

ი. ლეკვეიშვილი.