ვარდკანაფა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდკანაფა.png


ვარდკანაფა (Eupatorium), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 1200-მდე სახეობას, რ-ებიც უმთავრესად გავრცელებულია ამერიკაში, რამდენიმე სახეობა – ევრაზიასა და ტროპ. აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მარტო ერთი სახეობა კანაფურა – E. cannabinum. ვ. 50–120 სმ სიმაღლის ბალახია. აქვს მარტივი ან ზედა ნაწილში დატოტვილი ღერო და მოპირისპირედ, იშვიათად ჩხროებად (ღეროს შუა ნაწილში) განლაგებული ფოთლები. მისი ორსქესიანი მოვარდისფრო ყვავილები შეკრებილია პატარა კალათებში, რ-ებიც თავმოყრილია კენწრულ ფარისებრ-საგველა ყვავილედში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება ტენიან ადგილებში, უმეტესად მდინარის ნაპირებზე, მთის შუა, ზოგჯერ ზედა სარტყლამდეც. იყენებენ დეკორ. მებაღეობაში, ხალხ. მედიცინაში (წყალმანკის სამკურნალოდ), სამღებრო საქმეში (ღეროსა და ფოთლებისგან ლურჯი და შავი საღებავი მიიღება). მ. გურგენიძე.