ვარდკაჭაჭა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდკაჭეჭა.png


ვარდკაჭაჭა (Cichorium), ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 10-მდე სახეობას, რ-ებიც ველურად იზრდება ევრაზიასა და ჩრდ. აფრიკაში, შეტანილია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპ. სარტყლებში. საქართველოში ველურად გვხვდება ერთი სახეობა – ულეწელა (C. intybus). იგი მრავალწლიანი მცენარეა. აქვს 50 –125 სმ სიმაღლის გაფარჩხულად დატოტვილი ღერო, მთავარღერძიანი გრძელი ფესვი, ცისფერი, იშვიათად – თეთრი ყვავილები. მისი ზედა ფოთლები მჯდომარე, ლანცეტა და ღერომხვევია, ფესვთანური – მოგრძო ლანცეტა და ფრთისებრ განკვეთილი. იზრდება მთელ საქართველოში მთის შუა სარტყლამდე გზისა და ტყის პირებზე, ნათესებში, დანაგვიანებულ ადგილებზე, ბაღებსა და ველობებზე. კარგი თაფლოვანი მცენარეა, მისი ფესვი შეიცავს ინსულინს და მწარე გლიკოზიდ ინტიბინს. იყენებენ ხალხ. მედიცინაში. კულტურული ფორმების ფესვი ძირხვენად არის სახეცვლილი და მას ყავის სუროგატად იყენებენ. მ. გურგენიძე.