ვარდოსანიძე დავით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდოსანიძე დავით გრიგოლის ძე (15. X. 1918, ტყიბული, – 10. V. 1995, თბილისი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966). გვარდიის თადარიგის მაიორი. 1939 დაამ-თავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. II მსოფლიო ომის წლებში (1941–45) იმყოფებოდა ფრონტზე, ომის დამთავრების შემდეგ დარჩა საბჭოთა არმიის რიგებში. 1954-იდან მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტში. 1965-იდან იყო ორგ. და ბიოლ. ქიმიის კათედრის გამგე, კათედრის პროფესორი, 1982-იდან – სას.-სამ. ცხოველთა კვებისა და საკვებთა ტექნოლ. განყ-ბის მთ. სპეციალისტი. ვ-ს კვლევის ძირითადი სფერო იყო ცხოველების სისხლის ბიოქიმიისა და კლინ. საკითხების შესწავლა. არის მრავალი სამეცნ. სტატიის, მ. შ. ერთი მონოგრაფიის ავტორი. ვ-ს სამხ. საქმი-ანობისთვის მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: ვეტერინარული ბიოქიმია, თბ., 1978.