ვარდოსანიძე იოჰან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი. ვარდოსანიძე.png


ვარდოსანიძე იოჰან (იაგო) ლევანის ძე (17. VI. 1928, სოფ. ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 1. I. 1996, თბილისი), ჟურნალისტი, მთარგმნელი. საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის (კავშირის) წევრი (1958), საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1983). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1951). 1952–61 მუშაობდა გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში ლიტმუშაკად (1952–54), ხოლო შემდეგ აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ (1954–61). 1961–65 იყო გამომც. “ნაკადულის” საშ. და უფრ. ასაკის ბავშვთა ლიტ-რის რედაქციის გამგე, ხოლო შემდეგ – ამავე გამომცემლობის მთ. რედაქტორი. 1968 მუშაობა დაიწყო ქართ. ენციკლოპედიის მთავარ სამეცნ. რედაქციაში: იყო უფრ. სამეცნ. რედაქტორი, ლიტკონტროლის რედაქციის გამგე (1970–75) და პასუხისმგებელი მდივანი (1975–95). “ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის” 12-ტომეულის მომზადებასა და გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის ვ-ს 1988 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (სხვებთან ერთად). ვ. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა ბ. ლავრენიოვის, ვ. იანის, რ. ჩანდლერის და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.