ვარენცოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარენცოვი მიხეილ ივანეს ძე [7(20). I. 1902, სოფ. პოპოვსკაია, ახლანდ. ივანოვოს ოლქი, რფ, – 26. V. 1977, მოსკოვი], რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1953), გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1942). დაამთავრა მოსკოვის სამთო აკად. გეოლ.-საძიებო ინ-ტი (1929). მუშაობდა ნავთობის გეოლ.-საძიებო ინ-ტში (1934-იდან – დირექტორის მოადგილე), 1949–55 სსრკ მეცნ. აკად. გეოლოგიის ინ-ტის დირექტორია, 1956–77 – საწვავი წიაღისეულის გეოლ. და დამუშავების ინ-ტის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. ვ-ის შრომები ძირითადად შეეხება ნავთობაირიანი რეგიონების (კავკასია, ვოლგა–ურალი, ციმბირი, ყაზახეთი, შუა აზია, ჩინეთი, ავსტრია, აფრიკა და სხვ.) გეოლ. უმნიშვნელოვანეს სა-კითხებს (შედარებითი ტექტონიკა და სტრატიგრაფია, განვითარების ისტორია) და ნავთობისა და აირის საბადოების განთავსების კანონზომიერებებს. ვ-მა დიდი ღვაწლი დასდო საქართვ. ნავთობიანი რაიონების გეოლ. შესწავლის საქმეს. ამ საკითხებისადმი მიძღვნილი აქვს 2 ათეულზე მეტი შრომა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Перспективы нефтеносности западной части Куринской депрессии и соседних областей Большого и Малого Кавказа, «Бюллетень Грузнефти», 1947, №1–2; Геологическое строение западной части Куринской депрессии, М.–Л., 1958; Геологическое строение области Триалетских гор и смежных районов Карталинии, «Труды Ин-та нефти», 1950, т. 1, в. 2. ლიტ.: 75-летие М. И. Варенцова, «Советская геология», 1977, №3; Биобиблиографический словарь, в. 8, М., 1978. ვ. ზესაშვილი.