ვარისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარისი, ვარასი (არაბ. ვარის – მემკვიდრე), ფეოდალურ საქართველოში ზოგადად – უფლებამონაცვლე, კერძოდ კი – უფრო შორეული, როდესაც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ არსებობდა. ტერმინი “ვარისი” ხშირადაა გამოყენებული XVII–XVIII სს. საბუთებში; გვხვდება XIX ს-შიც. ვახტანგ VI-ის წყალობის სიგელში თბილ. მცხოვრებლებისადმი (1722) მოხ-სენიებულია ვ., რ-ის ძალითაც მემკვიდრეთა წრე გაფართოვდა და მას განაყარი ნათესავები და მოყვრებიც კი მიეკუთვნენ (იხ. ვახტანგ VI-ის სამემკვიდრეო კანონი). ლიტ.: ფურცელაძე დ., ვახტანგ VI-ის სამემკვიდრეო კანონი, «საბჭოთა სამართალი», 1969, #3; ფუტკარაძე ი., ფაქტობრივი მფლობელობის დაცვა ფეოდალურ საქართველოში, კრ.: ქართუ-ლი სამართლის ისტორიის საკითხები, [ტ.] 3, თბ., 1979. დ. ფურცელაძე.