ვარკეთილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარკეთილი (“ველკეთილისაგან”), სოფელი ქალაქ თბილისის (2007-იდან) ადმინისტრაციულ საზღვრებში. მდებარეობს სამგორის ვაკეზე, თბილისის ზღვის სამხრ.-აღმ. ნაპირთან. ზ. დ. 560 . ვ-ში აღმოჩნდა ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ. (ადრინდ. ბრინჯაოს ხანის) ბრინჯაოს ყუნწიანი სატევარი, ჰემატიტის ლახტისთავი, ლეგა-მოშავო ფერის თიხის ჭურჭელი და ძვ. წ. VII ს. და-სასრულის – ძვ. წ. VI ს. I ნახ. ე. წ. სკვეთური ტიპის ბრინჯაოს სამფრთიანი ისრისპირი. აქვეა ფეოდ. ხანის ნასახლარი. ი. სულთანიშვილი.