ვარლამიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფ. ვარლამიშვილი.png

ვარლამიშვილი (ვარლა) ფელიქს გრიგოლის ძე (22. IV. 1903, ქუთაისი, – 6. II. 1986, პარიზი), ფერმწერი. სწავლობდა თსუ-ის საბუნებისმეტყველო-მათ. ფაკ-ტსა (1920–23) და თბილ. სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტზე (1923–27). მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი და ე. ლანსერე, 1929-იდან ცხოვრობდა პარიზში. 1945-იდან იყო “შემოდგომის სალონის” ჟიურის წევრი, 1948–52 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა არგენტინაში. სხვადასხვა დროს პერსონალური გამოფენები მოაწყო საფრანგეთის, აშშ-ის, არგენტინის, იაპონიის, ირანის, ბელგიის სხვადასხვა ქალაქში. 1987 მხატვრის მიერ ნაანდერძევი 10 ნამუშევარი გადმოეცა შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმს. გამოფენები მოეწყო თბილისსა (1987) და ქუთაისში (1988). ვ-ის ტილოებზე ასახულია საოჯახო, შრომის, თევზაობის, ნადირობის რეალისტური სცენები. ნამუშევრები ხასიათდება მაღალი პროფ. დონით, ორიგინ. ხედვით, კომპოზიციისა და ფერების დეკორ. ხასიათით, თბილი კოლორიტით, პოეტური, ნაღვლიანი განწყობილებით (“ავტოპორტრეტი”, 1924; “მაწვნის გამყიდველი”, 1943; “მეთევზეები”, 1978 და სხვ.). ქ. კინწურაშვილი.


მეთევზეები.png