ვარონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარონი (Varro) მარკუს ტერენციუს (ძვ. წ. 116, ქ. რეატე, – ძვ. წ. 27), რომაელი მწერალი, მეცნიერი, ენციკლოპედისტი. თავდაპირველად ცხოვრობდა რომში, შემდეგ – ათენში. იყო სახ. ტრიბუნი და პომპეუსის დაახლოებული პირი. იულიუს კეისრის დავალებით რომში დააარსა საჯარო ბიბლიოთეკა. ავტორია 74-მდე შრომისა პოეზიის, ისტორიის, რიტორიკის, სამართლისა და სხვა სა-კითხებზე. უმრავლესობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. ერთ-ერთი მთავარი თხზულებაა 41 წიგნად შედგენილი “ძველთა საერო და საღვთო საქმენი”, რ-შიც აღწერილია რომაელთა ისტორია და რელიგ. ყოფა უძველესი დროიდან (მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი). ვ. თან ახლდა პომპეუსს ამიერკავკ. ქვეყნებში ლაშქრობისას. პლინიუსმა შემოგვინახა ვ-ის ცნობები ამ ქვეყნებზე, შორეულ აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ სავაჭრო-სატრანზიტო გზაზე (იხ. აგრეთვე ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზები). ვ-ის ცნობით, იმ დროს ინდოეთიდან 7 დღეში შეიძლებოდა ბაქტრიაში მისვლა, აქედან მდ. ბაქტრიით და მდ. ოქსოსით (ახლანდ. ამუდარია) – კასპიის ზღვაში, შემდეგ კი მდ. მტკვარში შემოსვლა, საიდანაც სახმელეთო გზით ინდოეთის საქონელი 5 დღეში აღწევდა ფასისს. პომპეუსი ამიერკავკასიაში ლაშქრობისას სწორედ ამ სავარაუდო მარშრუტით მოძრაობდა. ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; Латышев В. В., Известия древних писателей о Скифии и Кавказе, «Вестник древней истории», 1949, №2; D a h l m a n n H., M. T. Varro, wg.: Pauly`s Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft, Suppl.-Bd. 6, Stuttg., 1935, S. 1172; L i n d b e r g D., The Beginnings of Western Science, Chicago, 2007.