ვარპახოვსკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარპახოვსკი ლეონიდ ვიქტორის ძე (29. III. 1908, მოსკოვი, – 27. XI. 1976, იქვე), რუსი რეჟისორი და მხატვარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1964), რსფსრ სახ. არტისტი (1966). 1918 სწავლობდა მოსკ. დიდ თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. მოსკ. სახელმწ. უნ-ტის ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ (1931) მუშაობდა მოსკ. მუშა ახალგაზრდობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად და მხატვრად, ამავე დროს იყო კრიტიკოსი. ვ. მეიერჰოლდის თეატრში 1934–35 დადგა ა. დიუმას “ქალი კამელიებით”. პარალელურად სწავ-ლობდა ვახტანგოვის სახ. თეატრის სტუდიაში. 1937–53 მუშაობდა რეჟისორად ალმა-ათისა და მაგადანის თეატრებში, სადაც დადგა ვ. ვიშნევსკის “ოპტიმისტური ტრაგედია”, კ. გოლდონის “ორი ბატონის მსახური” და “სასტუმროს დიასახლისი”, ა. სოფრონოვის “მოსკოვური ხასიათი”, ა. ოსტროვსკის “შმაგი ფული”, ა. ჩეხოვის “თოლია” და სხვ. 1945–55 ვ. თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. თეატრის რეჟისორი იყო (ა. ჩეხოვის “თოლია”, მ. ბულგაკოვის “ტურბინთა დღეები”), მოღვაწეობდა აგრეთვე კინოსტუდია “ქართულ ფილმში”, ხოლო 1956-იდან – მოსკ. თეატრებში. დადგმული აქვს მუს. სპექტაკლები და ოპერეტები. შ. ცუცქირიძე.