ვარსამუსე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარსამუსე, ვარსამუშა, ბიზანტიელი ისტორიკოსის თეოფანე ჟამთააღმწერლის ცნობით, სპარსელების ქვეშევრდომი, იბერიელთა მთავარი. 627 ნინევიის ნანგრევებთან ბრძოლისას (ახლანდ. ქ. მოსულის მახლობლად) ტყვედ ჩაიგდო ჰერაკლე კეისარმა. ვარაუდობენ, რომ ვ. ქვემო ქართლის პიტიახში არშუშა უნდა იყოს. ლიტ.: გოილაძე ვ., არის თუ არა თეოფანე ჟამთააღმწერელთან მოხსენიებული ვარსამუსე ქართლის ერისმთავარი, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1976, #1; ჯა-ვახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1). ვ. გოილაძე.