ვარსიმაშვილი რევაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარსიმაშვილი რევაზ შალვას ძე (დ. 30. IX. 1930, ქუთაისი), მეცნიერი მექანიკა-მანქანათმშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1986), საქართვ. საინჟ. აკად. წევრი (1996). 1954 სპი-ის მექანიკის ფაკ-ტი. 1962–65 იყო საპროექტო ინ-ტ “საქკვებმრეწვსახპროექტში” განყ-ბის გამგე. 1965-იდან მუშაობს სტუ-ში მანქანათა ნაწილებისა და ამწე-სატრანსპორტო მანქანების კათედრაზე (1990–2000 – კათედრის გამგე, 2000-იდან – ამავე კათედრის პროფესორი). ვ-ის კვლევები ეხება არამრგვალი სივრცითი კბილანური გადაცემების თეორიას. მის მიერ შემოთავაზებული არამრგვალი კბილანური გადაცემები საშუალებას იძლევა, მანქანების მუშა ორგანოების მოცემული კანონით მიმდინარე მოძრაობა გადაეცეს ურთიერთგადამკვეთ და აცდენილ ღერძებს. ამ კვლევებმა შესაძლებელი გახადა მანქანების ახ. ტიპის კომპაქტური ამძრავების შექმნა, რამაც გაამარტივა მანქანათა კონსტრუქციები, შეამცირა მათი ზომები და წონა. ვ-ის შრომები ეხება აგრეთვე არამრგვალი კბილანების დამზადების მეთოდებს პროგრამული მართვის სისტემების გამოყენებით, არამრგვალკბილანებიანი პლანეტარული და დიფერენციალური მექანიზმების კვლევას. თხზ.: Зубчатые механизмы с некруглыми колесами, Тб., 1985; Планетарные и дифференциальные механизмы с некруглыми колесами, Тб., 1987.