ვარსინის (ვაჭევის) მღვიმე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარსინის (ვაჭევის) მღვიმე, კარსტული მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ვაჭევში, იმერეთის მაღლობზე, ზ. დ. 740 სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ სქელშრეებრივ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი იხსნება კაცხურის ხეობის ფსკერისპირა ზოლის მარცხ. ფერდობზე, ვიწრო, 0,5 სიმაღლის, ხვრელის სახით. მღვიმე დერეფ-ნული ტიპისაა, აქვს სუბჰორიზონტული ფსკერი და ცალკეული დარბაზული გაფართოებანი. მთელ მანძილზე ნგრევის უხვი მასალაა დაგროვილი. გაედინება ნაკადული, რ-იც შესასვლელთან ნაზვავ მასალაში იფილტრება. მღვიმის ჯამური სიგრძე 960 -მდეა, ფსკერის ფართ. – 1400 2, მოცულობა – 5600 3.. მღვიმეში ჰაერის ტემპ-რა 9°C-მდე აღწევს. ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.