ვარშანიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარშანიძე მამია ომერის ძე (15. XII. 1916, სოფ. ურეხი, ახლანდ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, – 29. III. 1998, ბათუმი), პოეტი, II მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტი (1954). 1961 მუშაობა დაიწყო ჟურნ. “ჭოროხის” რედაქციაში პ/მგ მდივნად. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1933-იდან. პირველი წიგნი “მებრძოლის სიმღერები” 1946 გამოაქვეყნა ბათუმში. მის კრებულთა შორის გამოირჩევა: “ჩემო სამშობლოვ” (1950), “სიცოცხლის წყარო” (1953), “მთის ყვავილები” (1955), “შენ მზეს ვფიცავ” (1957), “ჩემი ტაძარი” (1960), “ფიცი” (1970), “იმღერე, გულო!” (1972). შეადგინა აჭარისადმი მიძღვნილი ლექსების კრებ. “მამულო საყვარელო” (1971). გამოცემაში “თარგმნილი ლექსები” (1971) შესულია უკრაინელი, რუსი, აფხაზი, თურქი პოეტების ნაწარმოებთა თარგმანები. აღსანიშნავია კრებულები: “ჩემი ოცნების მდინარეები” (1980), “ჩემი დედულეთი” (1980), “მებრძოლის სიმღერები” (1981), ასევე ლიტ. წერილები “ჩემი გულისთქმა” (1983).