ვარძელაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარძელაშვილი ჟანეტა ალექსანდრეს ასული (დ. 26. XII. 1960, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2004). საქართვ. პედაგოგიურ მეცნ. აკად. (2008) და რფ-ის პედაგოგიურ და სოც. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (2006). 1982 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი სლავური ენების სპეციალობით. 1994–2006 მუშაობდა ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტში, 1999–2005 იყო რუს. ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი. 2007-იდან არის თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტის ქართ. და ევრ. ენების პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და რამდენიმე სახელმძღვანელო. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ლექსიკოგრაფიულ პრაქტიკაში სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის შედგენა, ლექსიკურ-სემანტიკური თეორ. კვლევა. თხზ.: არსებითი სახელების კონსტრუქციული განპირობებული მნიშვნელობა. ზოგადი და კერძო საკითხები, თბ., 1994; მეტაფორული ნომინაციები რუსულ ენაში, თბ., 2001.