ვარძია, ნახშირორჟანგიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ვარძია”, ნახშირორჟანგიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირას, სოფ. ნაქალაქევში. საბადო დაკავშირებულია პალეოგენურ ვულკანოგენურ ქანებთან ფიქსირებული ანტიკლინის სამხრ. ფრთასთან, სადაც ზედაცარცული კარბონატული ქანებიცაა გავრცელებული. წყლის ქიმ. შედგენილობა:

Formula.png

წყალში აღმოჩენილია ბიოლოგიურად აქტ. მიკროკომპონენტები: ბრომი, იოდი, სილიციუმმჟავა, დარიშხანა (1,5–6,0 მლგ/ლ). ტემპ-რა 37–46°C. მას იყენებენ ჩამოსასხმელად, აბაზანების მისაღებად, ქრონ. გასტრიტის (სეკრეტორული უკმარისობით), ქრონ. კოლიტის, პანკრეატიტის, ნივთიერებათა ცვლის დაავადებათა (შაქრიანი დიაბეტი, ოქსალურია, შარდმჟავა დიათე-ზი), სხვადასხვა წარმოშობის სისხლნაკლებობისა და სხვათა სამკურნალოდ. ტ. ჩიჩუა. ვ. ჯალიაშვილი.