ვასაკ სივნიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასაკ სივნიელი, ვასაკ სიუნი, სივნიეთის (სიუნიქის) მთავარი, V ს. 30-იანი წწ. ბოლოს ირანელთა მარზპანი ქართლში, 40-იანი წწ. დასაწყისიდან – სომხ. მარზპანი. ირანის წინააღმდეგ სომხ. 450–451 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, შემდეგ გადაუდგა აჯანყებულებს და განხეთქილება შეიტანა მათ რიგებში. მიუხედავად ამისა, აჯანყების დამარცხების შემდეგ ირანელებმა მარზპანობა ჩამოართვეს და ციხეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა. წყარო და ლიტ.: ჯანაშია ლ.-ნ., ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962. ლ.-ნ. ჯანაშია.