ვასაფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასაფი შიჰაბ ალ-დინ აბდ ალ-ლაჰ იბნ ფაზლ ალ-ლაჰ შირაზი (XIII ს. დასასრული – XIV ს. დასაწყისი), ირანელი ისტორიკოსი. ცნობილია “ვასაფ ალ-ჰაზრათის” (“მისი უდიდებულესობის მეხოტბე”) სახელითაც. ავტორია დიდი საისტ. ნაშრომისა (სპარს. ენაზე) “თარიხე ვასაფი” (“ვასაფის ისტორია”). ნაშრომი წარმოადგენს ჯუვეინის თხზულების უშუალო გაგრძელებას და მოიცავს პერიოდს 1257-იდან 1323-მდე. თხზულებაში არის უხვი ცნობები ილხანთა საგადასახადო სისტემის შესახებ. ვ-ის პირველწყაროები იყო ჯუვეინისა და რაშიდ ალ-დინის საისტ. ნაშრომები, საფინანსო უწყების დოკუმენტები, საკუთარი თვალით ნანახი და თვითმხილველთა მოგონებები. თხზულებაში არის საინტერესო ცნობები მონღოლთა ბატონობის დროინდელი საქართველოს შესახებ. დ. კაციტაძე.