ვასაძე გაიოზ შალვას ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასაძე გაიოზ შალვას ძე (დ. 14. V. 1928, ქუთაისი), ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1967); საქართვ. მედიცინის მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1994). სამედ. კიბერნეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1952 დაამთავრა ლენინგრადის სამხ.-სამედ. აკადემია. 1960–63 ხელმძღვანელობდა ექსპერ. ქირურგიის ლაბორატორიას თავდაპირველად ქალის ფიზიოლ. და პათოლოგიის, შემდეგ კი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტებში. 1963–68 იყო ექსპერ. და კლინ. ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის პათოფიზიოლოგიის განყ-ბის გამგე, 1968–84 – სამედ. კიბერნეტიკის განყ-ბის გამგე, 1971–84 – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1984–87 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის დირექტორი, 1985–90 – კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე თბილ. თსსუ-ში. პარალელურად 1964–94 იყო რესპ. დარგობრივი ავტომატიზებული მართვის სისტემის მთავარი კონსტრუქტორი, 1987–1994 – სამედ. ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი და ამავე დასახელების საწარმოო-სამეცნ. პრაქტ. ცენტრის გენ. დირექტორი, 1994–2006 – საქართვ. სოც. და ჯანმრთელობის ინ-ტის (ყოფ. საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაც. ცენტრი) მრჩეველი. შეისწავლიდა შოკის, სისხლის დაკარგვისა და ტერმინალურ მდგომარეობათა პათოფიზიოლოგიას, სამედ. კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, ბიომათემატიკის, ცოდნის მართვის სისტე-მათა და საქართველოში სამედ. მეცნ. ორგანიზაციის საკითხებს. 1991–2006 სამედ. ინფორმატიკისა და ბიოსამედ. ინჟინერიის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998). თხზ.: Методы борьбы против терминальных состояний, Тб., 1961 (თანაავტ.: И. Р. Петров); Необратимые изменения при шоке и кровопотере, Л., 1972 (თანაავტ.: И. Р. Петров); Метод системно-аналитических психофизиологических исследований в медицине, Тб., 1986 (თანაავტ.: И. Михель, Г. Думбадзе).