ვასაძე გიორგი აკაკის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასაძე გიორგი აკაკის ძე (23. VII. 1919, თბილისი, – 23. VIII. 1969, იქვე), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967), ა. ა. ვასაძის შვილი. 1941 დაამ-თავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი, 1948 – მოსკ. ლუნაჩარსკის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1941–44 მსახიობად მუშაობ-და თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში. 1948–53 იყო სოხუმის ქართ. დრამ. თეატრის, ხოლო 1954–55 – მოსკ. ლიტ.-დრამ. თეატრის რეჟისორი, 1958–61 მუშაობდა საქართვ. ფილარმონიაში (მთ. რეჟისორი). 1967-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ტელევიზიის მუს. გადაცემათა მთ. რეჟისორი. საუკეთესო დადგმები: ი. მოსაშვილის “ჩაძირული ქვები” და “მისი ვარსკვლავი”, გ. მდივნის “ვარდო”, ა. ოსტროვსკის “უკანასკნელი მსხვერპლი” (სოხუმის ქართ. დრამ. თეატრი), ბ. ლავრენიოვის “რღვევა”, გ. სუნდუკიანის “პეპო” (ოზურგეთის თეატრი), ვ. დოლიძის ოპერა “ქეთო და კოტე” (საქართვ. სახელმწ. ფილარმონია) და სხვ. ვ-ის მიერ შექმნილ იდეურად ღრმა და მაღალმხატვრულ სპექტაკლებს ამშვენებს მდიდარი რეჟისორული ფანტაზია.