ვასაძე ნათელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასაძე ნათელა შალვას ასული (დ. 1. VIII. 1930, ქუთაისი), პედაგოგი. პედ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986). რუსეთის განათლების აკად. ნამდვ. წევრი (1985), საქართვ. პედაგოგიურ მეცნ. საზ. აკადემიის პრეზიდენტი და მისი ნამდვ. წევრი (1995). საქართვ. პედაგოგიური საზ-ბის თავ-რე (1990-იდან). 1954 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1950-იდან დაკავებული იყო კომკავშირული საქმიანობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქ. ალკკ თბილ. ორჯონიკიძის რაიკომის პირველ მდივნად (1952–54), საქ. ალკკ ცკ-ის მდივნად (1954–60), საქ. ალკკ ცკ-ის II მდივნად (1960–62). 1962-იდან პარტიულ სამუშაოზე იყო საქართვ. კომპარტიის ცკ-ის აპარატში (1962–69), საიდანაც გადაიყვანეს საქართვ. პროფსაბჭოს მდივნად (1962–72). 1972–85 იყო თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის რექტორი, 1986–88 – საქართვ. განათლების მინისტრი. ვ. იკვლევს პედ. თეორიისა და ქართ. პედ. აზროვნების ისტ. საკითხებს. არის “საქართველოს პედაგოგიური აზრის ანთოლოგიის” (რუს. ენაზე, მ., 1987) სარედაქციო კოლეგიის წევრი და რედაქტორი, აგრეთვე “პედაგოგიკის ისტორიის” სახელმძღვანელოს (თბ., 1988) რედაქტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: სკოლა-ინტერნატებში აღმზრდელობითი მუშაობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1965; უმაღლესი სკოლის ღირსეული შევსება, თბ., 1977; მარიამ ორახელაშვილი, თბ., 1977; Из истории высшего педагогического образования в Грузии, Тб., 1975. დ. გურგენიძე.