ვასაძე როლანდ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასაძე როლანდ გრიგოლის ძე (დ. 24. IV. 1944, თბილისი), გასტროენტეროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (2001). 1968 დაამთავრა თსსი. 1968–71 მუშაობდა ყაზახეთში, ქ. ცელინოგრადის ბავშვთა საავადმყოფოში; 1971–2002 – თსსუ-ის ბავშვთა პროპედევტიკის კათედრაზე. 2002-იდან მოღვაწეობს ნიუ-იორკში (2002–07 – Caring Professional Inc. of New York, 2007-იდან – Department of Nutrition VMLG Inc. of New York). ვ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მისი კვლევის სფეროა გასტროენტეროლოგიისა და დიეტოლოგიის აქტუალური საკითხები.