ვაქირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაქირი ნათლისმცემლის ეკლესია.png


ვაქირი, სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. მთისწინეთში. სათავო სოფელი. ზ. დ. 320 , სიღნაღიდან 9 კმ, წნორისწყლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ. 2,9 ათ. მცხ. (2002). სოფელშია ი. მოსაშვილისა და ა. გზირიშვილის სახლ-მუზეუმები. ვ. მოხსენიებულია 1710 ერთ საბუთში, ხოლო 1772 ამ სოფელში ერეკლე მეფის უშუალო დახმარებით მუშაობდა ა. გიულდენშტედტი. სოფელში დგას VI–VII სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ნათლისმცემლის სამეკლესიიანი ბაზილიკა. ნაგებია რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით მთავარი ეკლესიის გვერდებზე. მოწყობილია შუა ეკლესიასთან დაკავშირებული მცირე სათავსები (სადიაკვნე და სამკვეთლო). ეკლესიის მხატვრული დამახასიათებელია ის, მთავარი ეკლესიის კედელი წინწამოწეულია. შენობა ორჯერ არის შეკეთებული, აქედან ერთხელ 1555 კახეთის მეფე ლევან II-მ აღადგინა და შეაკეთა. მთავარი – შუა ეკლესიის იატაკი თითქმის 1 -მდეა შემაღლებული, მოწყო-ბილია დამატებითი საბჯენები თაღებისათვის, შეცვლილია გვერდითი ეკლესიების თავდაპირველი სახე. ვ-ში კიდევ არის კვირაცხოვლის 2 ეკლესია. ლიტ.: ბეგიაშვილი ლ., სიღნაღი. გზამკვლევი, თბ., 1982; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. რ. გვერდწითელი. ბ. ნანობაშვილი.