ვაშაკიძე–ოორტის მეთოდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაკიძე–ოორტის მეთოდი, მეთოდი, რომლითაც ასტრონომიაში შეისწავლიან ვარსკვლავთა სივრცულ განაწილებას ჩვენს გალაქტიკაში. მ. ვაშაკიძემ (1937) და ნიდერლანდელმა ას-ტრონომმა ი. ოორტმა (ჰოლანდია, 1938) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიყვანეს ფორმულა და შეიმუშავეს მეთოდი, რ-ითაც შესაძლებელია გალაქტიკის პოლუსის მიმართულებით დათვლილი ვარსკვლავების მეშვეობით, სინათლის შთანთქმის გავლენის მიუხედავად, გამოითვალოს ვარსკვლავთა სიმკვრივე ნებისმიერი სხვა მიმართულებით უფრო დაბალ განედებზე, სადაც სინათლის შთანთქმის გავლენა მნიშვნელოვანია. ამ მეთოდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი გალაქტიკის აგებულების შესწავლაში, რაც იმ დროისათვის ერთ-ერთი უმნიშ-ვნელოვანესი ამოცანა იყო. ვ.–ო. მ-ს ფართოდ იყენებენ ვარსკვლავთა ასტრონომიაში, ცვალებად ვარსკვლავთა შემსწავლელ დარგებში და სხვ. ლიტ.: კოლხიდაშვილი მ., ვარსკვლავთა ასტრონომიის კურსი, თბ., 1988; Куликовский П. Г., Звездная астрономия, М., 1978.