ვაშაკიძე გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაკიძე გიორგი გიულის ძე (დ. 27. II. 1967, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), გენერალ-მაიორი (1993). 1985–87 მსახურობდა საბჭ. არმიაში. აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში. 1989–90 იყო სამხ. ეროვნ. ფორმირების “მხედრიონის” ერთ-ერთი შემქმნელი და სამტრედიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აფხაზეთის კონფლიქტის დროს თავდაპირველად მეთაურობდა გაგრის “მხედრიონის” ფორმირებას, შემდეგ – ოჩამჩირის სამხ. ფორმირებას. 1993–94 იყო საქართვ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2001–02 მუშაობდა საქართვ. წარმომადგენლად დსთ-ის შეიარაღებული ძალების საკოორდინაციო შტაბში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1993). ლ. დოლიძე.