ვაშაკიძე დარეჯან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაკიძე დარეჯან რაჟდენის ასული [27. XII. 1908 (9. I. 1909), ბაქო, – 8. VI. 1993, თბილისი], მათემატიკოსი. პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). დაამ-თავრა თსუ (1929). იყო თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის მათ. სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე (1968–79). იკვლევდა ალბათობის თეორიის, მიახლოები-თი ანალიზისა და მათ. სწავლების მეთოდიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: მათემატიკური ანალიზის კურსი, ნაწ. 1–3, თბ., 1961–63. თ. ებანოიძე.