ვაშაკიძე ელზა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაკიძე ელზა ტიტეს ასული (დ. 5. I. 1950, ხონი), ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2001). 1973 დაამთავრა თსსი. 1978–81 – მუშაობდა რესპ. ინფექციურ საავადმყოფოში; 1981-იდან თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზეა, 1999–2006 – ამავე კათედრის გამგეა. 2006-იდან თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტა-მენტის ხელმძღვანელი და სრული პროფესორია. ვ. არის საქართვ. ინფექციონისტთა ასოციაციის წევრი (1973-იდან); ღვიძლის შემსწავლელთა ევრ. ასოციაციის (EASL) ნამდვილი წევრი (2004-იდან); ევრ. ინფექციონისტთა და კლინ. მიკრობიოლოგთა საზ-ბის (ESCMID) წევრი (2006-იდან); ინფექციონისტთა საერთაშ. ასოციაციის (ISID) წევრი (2007-იდან). არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-იც ეხება საქართველოში ინფექციური და ღვიძლის დაავადებების პრობლემატიკას.