ვაშაკიძე ივანე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაკიძე ივანე შალვას ძე (17. II. 1924, სამტრედია, – 2. VIII. 1996, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ (1951). 1963–72 იყო ბირთვული ფიზ. სამეცნ. ლაბორ. და ბირთვული ფიზ. კათედრის გამგე, 1972–96 – თეორ. ფიზ. კათედრის გამგე. 1969–74 და 1983–91 იყო ფიზ. ფაკ-ტის დეკანი. ვ-ის შრომები ძირითადად ეხება მსუბუქი ატომბირთვების თეორიას. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები. თხზ.: კვანტური მექანიკა, გამოც. მე-2, თბ., 1978 (თანაავტ.: ვ. მამასახლისოვი, გ. ჭილაშვილი). მ. გელიტაშვილი.