ვაშაკიძე ლამარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაკიძე ლამარა მიხეილის ასული (დ. 2. VII. 1950, სამტრედია), პულმონოლოგ-ფთიზიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996). 1974 დაამთავრა თსსი. 1980–94 მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრაზე, 1994-იდან ამავე კათედრის გამგეა. ვ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-ებიც ეხება ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებს; ეკუთვნის 2 რაციონალიზატორული წინადადება და 2 მეთოდური რეკ-ომენდაცია. ვ. არის ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი. თხზ.: რეზისტენტური ტუბერკულოზი, თბ., 2006 (თანაავტ.); ტუბერკულოზი. სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, თბ., 2007.