ვაშაკიძე შოთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაკიძე შოთა ივანეს ძე (დ. 18. IX. 1950, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1990). 1972 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. უნ-ტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (დუბნა, რფ). ვ. 1975–92 მუშაობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტში. 1991–92 – თსუ-ის თეორ. ფიზ. კათედრაზე, 1985–86 და 1988–89 – მერილენდის (აშშ) უნ-ტში, 1989–90 იყო ფრასკატის (იტალია) ბირთვული ფიზ. ინ-ტის მიწვეული პროფესორი. ვ. 1993-იდან ატარებს სამეცნ. კვლევებს აშშ-ის წამყვან კვლევით ლაბორატორიებსა და უნ-ტებში გამოყენებითი მათ. და ფიზ. მიმართულებით. ვ. პარალელურად ეწევა საზ. საქმიანობას. არის აშშ-ის ქართველთა სათვისტომოს საერთაშ. ასოციაცია “კვალის” დამაარსებელი და პრეზიდენტი. სასწ.-ინფორმაციული ცენტრის “კვალის” დირექტორი, “ამერიკაში საქართველოს ასოციაციის” დირექტორთა საბჭოს წევრი – განათლების განყ-ბის დირექტორი, “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” საკოორდინაციო საბჭოს წევრი. ვ-მ ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლ.-ქართ. ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნ. და მედიცინის საერთაშ. ფორუმი (2004, თსუ). გამ-ოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).