ვაშაყმაძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაყმაძეები, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვ. შენაკადი) ხეო-ბაში. ზ. დ. 1200 , ხულოდან 16 კმ. 231 მცხ. (2002). სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ვ-ის საგვარეულოდან.