ვაშაყმაძე-ვერონეზე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ. ვაშაყმაძე ვერდის ოპერა აიდა.png


ვაშაყმაძე-ვერონეზე დიანა თამაზის ასული (4. XI. 1966, თბილისი, – 14. V. 2011, იქვე), მომღერალი (დრამ. სოპრანო) და თეორეტიკოს-ფიზიკოსი. იტალიელი მუსიკოსის ა. ვერონეზეს მეუღლე. 1987 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი, ხოლო 1991 – თბილ. კონსერვატორია (პროფ. ნ. ანდღულაძისა და გ. კარიაულის კლასი). 1987 სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის კონსერვატორიაში (პროფ. მალასის კლასი) და ოზიმოს ვოკალურ აკადემიაში. 1994–96 ვ.-ვ-მ გაიარა პროფ. სწავლების პროგრამა ნიუ-იორკის მანჰეტენის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში. ვ.-ვ-ს დებიუტი საოპერო სცენაზე შედგა ნიუ-იორკში, რ. ვ. უილიამზის ოპერაში “ზღვის მხედრები”; ვ.-ვ-ს მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მაკბეთი, აიდა, აზ-უჩენა (ჯ. ვერდის “მაკბეთი”, “აიდა”, “ტრუბადური”), ტურანდოტი (ჯ. პუჩინის “ტურანდოტი”), იზოლდა (რ. ვაგნერის “ტრისტანი და იზოლდა”) და სხვ., 2005 ვ.-ვ. წარმატებით წარსდგა ქართვ. მაყურებლის წინაშე აიდას პარტიით ვერდის ოპერა “აიდაში”. ჰქონდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი, სავსე ბგერის მქონე ხმა. აღსანიშნავია ვ.-ვ-ს სამეცნ. მოღ ვაწეობა. ის ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა მათემატიკასა და თეორ. ფიზიკაში. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კვანძთა თეორიის გამ-ოყენება ელემენტარული ნაწილაკების აღსაწერად. მიღებული აქვს 3 პატენტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2009). თხზ.: .: Same Problems of Particle Physics According to the Topological Models of Three-dimensional Manifolds, Tb., 2000. ზ. ოიკაშვილი.