ვაშაყმაძე თამაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაყმაძე თამაზ სერგოს ძე (დ. 16. IX. 1937, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1995), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1959). 1959–68 მუშაობდა თბილ. ა.რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში, 1968-იდან კი თსუ-ში, 2009-იდან არის თსუ-ის პროფესორ-ემერიტუსი. 1999 მიწვეული იყო დელავერის უნ-ტში (აშშ) მკვლევარ-პროფესორად. ვ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: გამოთვლითი მათემატიკა, მაღალი სიზუსტის რიცხვითი გამოთვლების მეთოდები, არითმეტიკულ ოპერაციათა მინიმიზაციის კრებადი და მდგრადი სქემები, უწყვეტი გარემოს მექანიკის მათ. მეთოდები. ვ-ის მიერ შემოთავაზებულია უწყვეტი გარემოს ნებისმიერი ფორმის აღწერის უნივერსალური პრინციპი, რ-ის ზოგიერთი შედეგიც დადასტურებულია ექსპერიმენტულად. გამოქვეყნებული აქვს ოთხი მონოგრაფია, მათ შორის ერთი – შპრინგერის საერთაშ. გამომცემლობაში. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1997, 2009), ღირსების ორდენით (2003) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2013). მიღებული აქვს ი. ვეკუას სახ. პრემია (1993). თხზ.: რიცხვითი ანალიზი, I, თბ., 2009; The Theory of Anisotropic Elastic Plates, 2-nd edition. Dordrecht-Boston-London, 2010. ლიტ.: თამაზ ვაშაყმაძე, თბ., 2012.