ვაშაყმაძე ივანე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაყმაძე ივანე ალექსის ძე (1901, ახალსაყდარი, ოზურგეთის მაზრა, – 1937, თბილისი), ფილოს. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. სკკპ წევრი 1917-იდან. მონაწილეობდა გურიის გლეხობის შეიარაღებულ გამოსვლებში, ასრულებდა საკავშ. კპ(ბ) ამიერკავკ. სამხარეო კომიტეტის სპეც. დავალებებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ ვ. იყო დუშეთისა და ახალსენაკის კომკავშირის სამაზრო კომიტეტების მდივანი. 1923 საქართვ. კპ ცკ-მა ვ. სასწავლებლად მოსკოვში გააგზავნა. 1926 დაამთავრა მოსკ. სახელმწ. უნ-ტი, კომუნისტური აკად. ფილოს. ინ-ტის ასპირანტურა, რის შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა მეცნ. თანამშრომლად და ისტ. მატერიალიზმის სექციის სწავლულ მდივნად. უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა დიალექტ. და ისტ. მატერიალიზმის კურსს. 1930 დანიშნეს საქართველოს სახელმწ. პედ. ინ-ტის დირექტორად და აირჩიეს დიალექტ. მატერიალიზმის კათედრის პროფესორად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქ. სსრ განათლების სახ. კომისრის მოადგილედ, ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტის დირექტორად. 1934 აირჩიეს სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის პრეზიდიუმის წევრად. იკვლევდა დიალექტ. და ისტ. მატერიალიზმის საკითხებს. არის პოლიტ. რეპრესიების მსხვერპლი.